შაორზე „მომავლის ბანაკი“ გაიხსნა, სადაც 1000-ზე მეტი სტუდენტი სრულიად უფასოდ დაისვენებს. ღონისძიებაზე ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსმა გიგა გაბელაიამ, მონაწილეებს ახალგაზრდულ გამოწვევებზე ესაუბრა და ბანაკში ნაყოფიერი დასვენება უსურვა. ბანაკის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ასლან საგანელიძემ და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ.
საინტერესო და ორიგინალური პერფორმანსით წარსდგნენ ბანაკის მონაწილეები დამსწრე საზოგადოების წინაშე.
ღონისძიებას რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე დავით ღუდუმიძე, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსის მოადგილეები ნინო ვადაჭკორია და ვახტანგ ბააკაშვილი, პროგრამების მართვის დეპარტამენტის უფროსი ბელა სარია, ბანაკების მართვის სამსახურის უფროსი იასონ კიზირია, პროგრამების სამსახურის უფროსი ფატი მუმლაძე, პროექტის „ახალგაზრდა ხელოვანის“ კონსულტანტები – ლექსო დორეული, ოთარ ჯირკვალიშვილი, გოგა ჯაფარიძე, ნინო ქოქიაშვილი და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
ბანაკს პირველ ნაკადზე პროექტის „ახალგაზრდა ხელოვანი“ 132 ფინალისტი ესტუმრა. შერჩეული მონაწილეები გაივლიან 5 დღიან მასტერკლასს და პროფესიონალი ჟიურისა და კონსულტანტების დახმარებით შექმნიან ნახატებს (წელიწადის 12 თვის თემატიკაზე) და დაწერენ მოთხრობებს. საუკეთესო ნამუშევრები დაიბეჭდება წიგნისა და კალენდრის სახით. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული წიგნი დაიბეჭდება ბრაილის შრიფტითაც.
წელს ბანაკი 8 ნაკადად განხორციელდება და მონაწილეობას 1000-ზე მეტი ახალგაზრდა მიიღებს.
„მომავლის ბანაკი“ შაორზე არის პირველი სტუდენტური მასშტაბური ბანაკი საქართველოში, რომელიც უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს ჩაერთონ სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო, შემეცნებით, სპორტულ და მოხალისეობრივ აქტივობებში.
პროექტის მიზანია:
• ახალგაზრდების ჩართვა რეკრეაციულ, საგანმანათლებლო, სპორტულ და შემეცნებით აქტივობებში;
• მოხალისეობის შესახებ ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება;