შაჰ-დენიზის პროექტის მეორე ფაზის ფარგლებში BP ახორციელებს არსებული სამხრეთ კავკასიური მილსადენის გაფართოების პროექტს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ვალიშვილმა, ევროპისა და ამერიკის საკითხებში დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრმა სერ ალან დუნკანმა, დიდი ბრიტანეთის სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ჯასტინ მაქენზი სმიტმა, დიდ ბრიტანეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თამარ ბერუჩაშვილმა
და კომპანია BP-ის გენერალურმა დირექტორმა კრის შლუტერმა გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სამხრეთ კავკასიის მილსადენის გაფართოების პროექტის ფარგლებში მშენებარე საკომპრესორო სადგური დაათვალიერეს.
შაჰ-დენიზის პროექტის მეორე ფაზის ფარგლებში BP ახორციელებს არსებული სამხრეთ კავკასიური მილსადენის გაფართოების პროექტს(SCPX), რომლის მიზანია მილსადენის გამტარიანობის გაზრდა, რაც უზრუნველყოფს წელიწადში დამატებითი 16 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ტრანსპორტირებას კასპიის ზღვაში მდებარე შაჰ დენიზ 2-ის საბადოდან ევროპის ქვეყნებამდე.
პროექტის ფარგლებში საქართველოში 2 მლრდ დოლარის ინვესტიცია ხორციელდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ საქართველო მიიღებს ბუნებრივი აირის დამატებით მოცულობებს შეღავათიან ფასად. მშენებლობის პიკის პერიოდში ქვეყანაში დაახლოებით 2000, ხოლო ექსპლუატაციის პერიოდში დაახლოებით 125 ახალი მუდმივი სამუშაო ადგილი შეიქმნება.

Visited 301 times, 1 visit(s) today