შინაგან საქმეთა სამინისტრომ სექსუალური ორიენტაციის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროების მუქარით ჩადენილი გამოძალვისთვის თბილისში, 1 პირი დააკავა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1983 წელს დაბადებული ზ.ს. გამოძალვის ბრალდებით დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ზ.ს. რამდენიმე თვის განმავლობაში ზ.პ.-ს დიდი ოდენობით თანხას სძალავდა. თანხის არ გადაცემის შემთხვევაში კი – ბრალდებული დაზარალებულს პატივისა და ღირსების შემლახველი ინფორმაციის, კერძოდ, მის სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელებით ემუქრებოდა.
გამოძიება გამოძალვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

Visited 62 times, 1 visit(s) today