ბარცხანის დასახლებაში არსებული ქუჩების რეაბილიტაცია გრძელდება. ამ ეტაპზე, უკვე დასრულდა 9 ქუჩის, კერძოდ, ნობელების ქუჩის, ნობელების I და II ჩიხის, კაზინეცის ქუჩის, აგარაკის ქუჩის, ჭიჭინაძის ქუჩის, ჭიჭინაძის ჩიხისა და ქათამაძის ჩიხის მოასფალტება, დღეს, კი შრომის ქუჩაზე დასრულდება ასფალტის საფარის დაგება. გარდა ამისა, ლორთქიფანიძის, დიასამიძისა და ქათამაძის ქუჩებზე მიმდინარეობს ასფალტის საფარის დაგების მოსამზადებელი სამუშაოები. ბარცხანის ქუჩების რეაბილიტაციის ფარგლებში ჯამში 18 ქუჩა კეთილმოეწყობა. სამუშაოები 2018 წლის ივნისში დასრულდება.
Visited 162 times, 1 visit(s) today