შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული ზ.გ., 1982 წელს დაბადებული ჯ.კ. და 1992 წელს დაბადებული ჯ.მ., ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, კოჯორში დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, ვალტერის სისტემის პისტოლეტი, მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და 19 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით).

Visited 151 times, 1 visit(s) today