შსს-ს საგზაო უსაფრთხოების პროგრამა გრძელდება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამას დიდუბის გამგეობა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სამხატვრო აკადემიის სტუდენტები შემოუერთდნენ. მათ თბილისში, დიღომში, ბელიაშვილის ქუჩის ერთ-ერთ მონაკვეთზე ზებრა-გადასასვლელი მოხატეს.
სამხატვრო აკადემიისა და ილიაუნის სტუდენტებმა ქვეითთა გადასასვლელის მოხატვა გვიან ღამით დაიწყეს და დილით დაასრულეს. ზებრა-გადასასვლელზე გამოსახულია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის ლოგო.
აქციის ფარგლებში, შსს-სა და დიდუბის გამგეობის წარმომადგენლებმა მძღოლებსა და ქვეითებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის ფარგლებში დამზადებული სტიკერები და საინფორმაციო მასალები დაურიგეს.
კამპანიის მიზანია ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენცია და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

Visited 163 times, 1 visit(s) today