შს სამინისტროს თანამშრომლებმა 6 ოქროს და 8 ვერცხლის მედალი მოიპოვეს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

შს სამინისტროს თანამშრომლებმა აშშ-ში, „მსოფლიო პოლიციისა და სახანძრო სამსახურის სპორტული ოლიმპიადა 2017“-ზე, სპორტის სხვადასხვა სახეობაში 14 მედალი მოიპოვეს – 6 ოქროს და 8 ვერცხლის.
გამარჯვებულ სპორტსმენ პოლიციელებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, დავით ვარდიაშვილი, შსს-ს სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელები, სამინისტროს თანამშრომლები და ოჯახის წევრები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდნენ და წარმატება მიულოცეს.
კალიფორნიის შტატის ქალაქ ლოს-ანჯელესში, „მსოფლიო პოლიციისა და სახანძრო სამსახურის სპორტული ოლიმპიადა 2017“-ზე, საქართველოს შს სამინისტროს 12 თანამშრომელმა სპორტის 6 სახეობაში – ძიუდო, თავისუფალი ჭიდაობა, ძალოსნობა, კრივი და ცურვა – იასპარეზა.
ოქროსმედალოსნები: თავისუფალი სტილით ჭიდაობა – იოსებ ხუციშვილი, ლუკა კურტანიძე და ბელდუხ გავაშელიშვილი, ძალოსნობა – ლევან გილიგაშვილი და ვასილ მინდორაშვილი, ცურვა – გიორგი სამარღანიშვილი.
ვერცხლისმედალოსნები: ცურვა – გიორგი ბერძენიშვილი (4 ვერცხლის მედალი), კრივი – ედუარდ იმერლიშვილი, ძალოსნობა – კობა კობახიძე, ძიუდო – ნოდარ მჭედლიშვილი და ალექსი დავითაშვილი.
„მსოფლიო პოლიციისა და სახანძრო სამსახურის სპორტული ოლიმპიადა“ აშშ-ში, კალიფორნიის შტატის ქალაქ ლოს-ანჯელესში 7-16 აგვისტოს მიმდინარეობდა. აღნიშნული საერთაშორისო სპორტული ღონისძიება ტრადიციულად ორ წელიწადში ერთხელ, სხვადასხვა ქვეყანაში იმართება. მასში მსოფლიოს 80 ქვეყნიდან ათასობით მოქმედი და ყოფილი პოლიციელი, ასევე, მეხანძრე-მაშველი სპორტის 70-მდე სახეობაში ასპარეზობს.

Visited 133 times, 1 visit(s) today