შშმ პირებს შორის გურიის რეგიონის რიგით v ჩემპიონატი ჩატარდა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და დასვენების პარკში, სტარტი აიღო გურიის რეგიონის V ჩემპიონატმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შორის სპორტის ოთხ სახეობაში (ნარდი, შაში, მკლავჭიდი და მაგიდის ტენისი). სპორტულ აქტივობებში ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის ტერიტორიაზე მცხოვრები შშმ პირები ჩაერთვნენ. შეჯიბრში მონაწილეობა სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის მხარეში ზურაბ ნასარაიამ, რწმუნებულის მოადგილემ აკაკი შენგელიამ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმაც მიიღეს. პროექტი “საქველმოქმედო ასოციაცია გურიამ“ პროგრამის ფარგლებში – “ჩვენ შეგვიძლია“ განახორციელა. სპორტული შეჯიბრი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში მოეწყო. კვირეულის პარტნიორები არიან – სახელმწიფო რწმუნებულის გურიის ადმინისტრაცია; ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები; საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი; ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ა(ა)ი.პ “მოსწავლე ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრი“; ა(ა)ი.პ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანება.

Visited 93 times, 1 visit(s) today