შშმ სტუდენტებისთვის ადაპტირებული სასწავლო გარემო მოეწყო

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

შეზღუდული შესაძლებლობები პროფესიის დაუფლებისას ბარიერს აღარ წარმოადგენს. შშმ სტუდენტებისთვის ოთხ პროფესიულ კოლეჯში სრულად ადაპტირებული გარემო მოეწყო. კოლეჯებში „მერმისი“ (თბილისი), „ოპიზარი“ (ახალციხე), „ახალი ტალღა“ (ქობულეთი) და „აისი“ (კაჭრეთი) დამონტაჟდა პანდუსები, ადაპტირებული სველი წერტილები ეტლით მოსარგებლეებისათვის, სენსორული ბილიკები, მოაჯირები, კიბეების და მოაჯირების მარკირება, ზონების კონტრასტული გამოყოფა, სახელურები, კარები – უსინათლო და სუსტად მხედველებისათვის და სხვა. კოლეჯების უნივერსალური დიზაინით მოწყობის პროექტს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ნორვეგიის განათლებისა და კვლევის სამინისტროსთან ერთად ახორციელებს. პროცესი გრძელდება და ეტაპობრივად სხვა კოლეჯების ადაპტირებაც დასრულდება.

Visited 269 times, 1 visit(s) today