ჩვენი თანამემამულე სომხების როლი საქართველოს სახელმწიფოს აღმშენებლობის, ეკონომიკის და კულტურის განვითარების საქმეში დასაფასებელია

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

„ვულოცავ შობისა და ნათლისღების დღესასწაულს ჩვენს სომეხ თანამოქალაქეებს, სომხური ეკლესიის მრევლს. ვუსურვებ მშვიდობას, კეთილდღეობას და დღეგრძელობას! ჩვენი თანამემამულე სომხების როლი საქართველოს სახელმწიფოს აღმშენებლობის, ეკონომიკის და კულტურის განვითარების საქმეში დასაფასებელია და ჩვენი ქვეყანა ამაყობს იმ კულტურული მემკვიდრეობით, რომელიც მასში მცხოვრებმა სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფის წარმომადგენლებმა შექმნეს.
მაქვს პატივი, საქართველოს პარლამენტის სახელით მოგილოცოთ და თქვენთან ერთად გავიზიარო დღევანდელი დღის სიხარული“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სუბ გევორქის საკათედრო ტაძარში იმყოფებოდა, სადაც საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სადღესასწაულო წირვას დაესწრო.

Visited 69 times, 1 visit(s) today