ჩვენი საქმიანობის თითოეული დღე უნდა იყოს მიმართული სოხუმისა და ცხინვალის რუსული ოკუპაციისგან გასათავისუფლებლად

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

„ეს დღე შეგვახსენებს ჩვენ იმ ტკივილს, რომელიც დაკავშირებულია სოხუმის დაცემასთან და ასევე, შეგვახსენებს, რომ ჩვენი საქმიანობის თითოეული დღე უნდა იყოს საბოლოოდ, მიმართული იქითკენ, რომ ჩვენ გავათავისუფლოთ სოხუმი და ცხინვალი რუსული ოკუპაციისგან“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გმირთა მოედანზე განაცხადა, სადაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო.

ირაკლი კობახიძე მემორიალთან საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერთან, არჩილ თალაკვაძესთან, დედაქალაქის მერთან, კახა კალაძესთან და პრეზიდენტობის კანდიდატთან, სალომე ზურაბიშვილთან ერთად იმყოფებოდა. დღეს სოხუმის დაცემიდან 25 წელი გავიდა.

Visited 121 times, 1 visit(s) today