ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან კონსულტაციები აქტიურად მინდინარეობს

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან კონსულტაციები აქტიურად მინდინარეობს. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები, სოფლის მაჟორიტარებთან ერთად, ამჯერად, ჯვარცხმის, ვაზიანისა და ინტაბუეთის მოსახლეობას შეხვდნენ. ჯვარცხმის მოსახლეობამ კუთვნილი თანხით, სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია, გარე განათების ქსელის გაფართოება და შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია გადაწყვიტა. ვაზიანში, შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია და გარე განათების ქსელის გაფართოება დაიგეგმა. ინტაბუეთის მოსახლეობამ პრიორიტეტად მიიჩნია შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია.

Visited 72 times, 1 visit(s) today