თბილისს კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღი შეემატა – ჩუღურეთის რაიონში, ჩიტაიას ქუჩაზე, ახალი ბაგა-ბაღის დასრულებული სამშენებლო სამუშაოები თბილისის მერმა დავით ნარმანია/David Narmania-მ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ თემურ თორდინავასთან ერთად დაათვალიერა. შვიდ ჯგუფიანი ბაღი ფუნქციონირებას 2017 წლის სექტემბრიდან დაიწყებს. სკოლამდელი აღზრდის ახალი დაწესებულება 250 აღსაზრდელს მიიღებს, დასაქმდება 40 – მდე ადამიანი. “დღეს კიდევ ერთი ახალი ბაღი ჩავიბარეთ. ეს ძალიან მჭიდრო დასახლებაა. შესაბამისად, ადგილობრივებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ახალი ბაგა-ბაღი. დღეიდან დაიწყება შენობის ინვენტარით აღჭურვა და შიდა კეთილმოწყობა, რომ სექტემბრიდან ამ საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი დაიწყოს”- განაცხადა დავით ნარმანიამ ახალი საბავშვო ბაღი თბილისის სხვა ბაგა – ბაღებისგან ორიგინალური არქიტექტურით გამოირჩევა. შენობის დაგეგმვისას სააგენტომ ტერიტორიის სიმცირე გაითვალისწინა და პროექტიც ამის მიხედვით მომზადდა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის სექტემბერში, თბილისში ხუთი ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნება.