დავით შერაზადიშვილი-ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი:
“ძვირფასო ბოლნისელებო, მინდა გულითადად მოგილოცოთ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილე, ეს არის ისტორიული მოვლენა, რომელსაც ჩვენ ყველა ერთად ვზეიმობთ.
დამოუკიდებლობის დღე, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და უძვირფასესი დღეა ქართველთა ცნობიერებაში. ამ დღეზე ოცნებობდა ქართველი ერი. ჩვენმა წინაპრებმა მის მოპოვებაში, თავგანწირვისა და მონდომების ფასად, უდიდესი წვლილი შეიტანეს. დღეს, 26 მაისს საზეიმოდ აღვნიშნავთ, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს სიხარულს ჩვენი აზერბაიჯანელი, სომეხი და სხვა ეროვნების მოქალაქეებიც იზიარებენ. ქართველ კაცს სწორედ ტოლერანტობა და სხვა ერებისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება გამოარჩევს.
საზეიმო განწყობასთან ერთად ამავდროულად პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას, ვინც თავისუფლება და დამოუკიდებლობა მოგვიტანა.უნდა გვახსოვდეს, რომ დამოუკიდებლობის დაცვა თითოეული ქართველის ვალია.
კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს, ინებოს უფალმა საქართველოს გამთლიანება და გაძლერება”!