ძიმითის კულტურის სახლის რეაბილიტაცია სრულდება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სოფელ ძიმითში კულტურის სახლის რეაბილიტაცია უახლოეს დღეებში დასრულდება. სამუშაო პროცესი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, მერაბ ჭანუყვაძემ დაათვალიერა. „მიმდინარეობს შენობის სრული განახლება, გარე ფასადის და ინტერიერის მოწყობა. ეს იქნება ადგილი, რომელიც მრავალ საინტერესო კულტურულ ღონისძიებას უმასპინძლებს. პროექტის ღირებულება 240 000 ლარს შეადგენს,“ – აღნიშნა გამგებელმა

Visited 164 times, 1 visit(s) today