ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის ს/გზაზე მოძრაობა აიკრძალა

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის 7-ე კმ-ზე კოკისპირული წვიმების შედეგად ადიდდა მდ.ჩხერიმელა, რომელმაც წაიღო მიწის ვაკისი. რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზესტაფონი-კიცხი-ხარაგაულის საავტომობილო გზაზე.

Visited 162 times, 1 visit(s) today