წყალტუბოს პარკში დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები განხორციელდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

წყალტუბოს პარკში დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები განხორციელდა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულთან – შავლეგო ტაბატაძესთან ერთად, პარკში არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო. აღინიშნა, რომ პარკის უფრო ეფექტური ფუნქიონირების, დაახლოებით 70 ჰექტარი ტერიტორიის უკეთ დატვირთვისა და კერძო სექტორის დაინტერესების მიზნით, მუნიციპალიტეტი რამდენიმე პროექტს შეიმუშავებს. წყალტუბოს პარკის სრული რეაბილიტაციის პროექტი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა მსოფლიო ბანკის დაფინანსებით 2015 წელს განახორციელა. სრულად მოეწყო პარკის ინფრასტრუქტურა – აუზები, ბავშვებისთვის სათამაშო მოედანი, ღია კაფე, ველოსადგომები, განათება, „ცივი ტბის“ ტერიტორიაზე აშენდა მცირე ზომის ტურისტული შენობა-ნაგებობები.

Visited 216 times, 1 visit(s) today