ჭიათურა-ხვაშითის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის 1650 მეტრიან მონაკვეთზე ასფალტის საფარის მოწყობა დასრულდა

ჭიათურა-ხვაშითის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის 1650 მეტრიან მონაკვეთზე ასფალტის საფარის მოწყობა დასრულდა.
დასრულებული სამუშაოები ჭიათურის გამგებელმა ზურაბ კუპატაძემ და გამგებლის მოადგილე თემურ შეყლაშვილმა დაათვალიერეს.
საავტომობილო გზაზე პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები შპს ,,ლუკრი”-მ შეასრულა.
ჭიათურა-ხვაშითის საავტომობილო გზა 8 სოფლის მოსახლეობას ემსახურება.

Visited 357 times, 1 visit(s) today