ჭიათურის გამგებელმა პირველი სამუშაო თათბირი ჩაატარა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

დღეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზურაბ კუპატაძემ პირველი სამუშაო თათბირი გამართა.შეხვედრას , სამსახურის უფროსების მოვალეობის შემსრულებლებლებთან ერთად, ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლები,აიპიების, სსიპებისა , შპს-ების, ,,ენერგო პრო ჯორჯიას“, ,,სოკარ ჯორჯია გაზის“, ,,გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“, ,,სოციალური მომსახურების სააგენტოსა“ და განათლების ადგილობრივი ,,რესურს ცენტრის“ ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. თათბირზე ზურაბ კუპატაძემ მუნიციპალიტეტში მიმდინარე ყველა მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილა ყურადღება.დეტალურად გამოიკითხა, აღნიშნულ სამსახურებში არსებული მდგომარეობის შესახებ , სამომავლო თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა,მხარდაჭერას დაჰპირდა და ამავე დროს განაცხადა,რომ კანონის ფარგლებში მკაცრად გააკონტროლებს ყველა იმ საკითხს,რისი დროული გადაჭრაც ჭიათურის ინტერესებისა და განვითარებისთვის იქნება საჭირო და აუცილებელი.

Visited 235 times, 1 visit(s) today