ჭიათურის მერი მოსახლეობას პრობლემის ეტაპობრივად მოგვარებას დაპირდა

ჭიათურის მერი გივი მოდებაძე, მოადგილეებთან ერთად, ხვაშითის ადმინისტრაციული ერთეულში შემავალი სოფლების კვახაჯელეთის და ვაკევისას, ასევე სოფელ წირქვალში, მიქაუტიძეების უბნის მოსახლეობას შეხვდა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობას მოუსმინეს და განსახორციელებელი პროექტები მათთან ერთად განიხილეს. სამივე დასახლების მაცხოვრებლებმა მთავარ პრიორიტეტად საავტომობილო გზის მოწესრიგება დაასახელეს. ჭიათურის მერი მოსახლეობას პრობლემის ეტაპობრივად მოგვარებას დაპირდა. კერძოდ, პირველ ეტაპზე მიქაუტიძეების უბანში საავტომობილო გზის რთული მონაკვეთები მოწესრიგდება.(აღნიშნული გზით სამივე დასახლება სარგებლობს). გივი მოდებაძის განცხადებით, მიმდინარე წელს პროექტის შესყიდვა მოხდება,მომდევნო წელს კი სამუშაოები ჩატარდება. ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ადგილობრივებმა სოფლებში არსებული სხვა მნიშვნელოვანი საკითხებიც განიხილეს და პრიორიტეტები ერთობლივად დასახეს.

Visited 69 times, 1 visit(s) today