ჭიათურის მუნიციპალიტეტში ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი კორპუსების გადახურვითი სამუშაოები დაიწყო

ჭიათურის მუნიციპალიტეტში ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი კორპუსების გადახურვითი სამუშაოები დაიწყო. აღდგენა- გადახურვით სამუშაოებს მუნიციპალიტეტი აწარმოებს. ჭიათურის გამგებელმა ზურაბ კუპატაძემ მიმდინარე სამუშაოები თორღვაშვილისა და გოგებაშვილის ქუჩებზე დაათვალიერა. გამგებელი ადგილზე დასაქმებულ მუშახელსა და მოსახლეობასაც გაესაუბრა.
ქარის შედეგად ჭიათურაში სულ 6 ობიექტი დაზიანდა. ყველა მათგანის აღდგენა-გადახურვითი სამუშაოები უახლოეს დღეებში დასრულდება.

Visited 237 times, 1 visit(s) today