სოფელ ჭუბერში დროებითი ხიდის მოწყობის სამუშაოები დაიწყო. დროებითი ხიდი მდინარე ნენსკრას მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებს ერთმანეთთან დააკავშირებს. ხიდის მოწყობის შემდეგ, შესაძლებელი გახდება მძიმე ტექნიკის მეორე ნაპირზე გადაყვანა და სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების სრულფასოვნად ჩატარება. სტიქიის ზონაში საავტომობილო გზების დეპარტამენტმა საგანგებო შტაბთან ერთად გადაწყვიტა დროებითი სახიდე გადასასვლელის მოწყობა, ხიდის აწყობის სამუშაოებს თავდაცვის სამინისტრო ახორციელებს.
Visited 193 times, 1 visit(s) today