ხამისკურის ადმინისტრაციულ ერთეულში მინი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია დასრულდა. სტადიონი ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსთან, ზაზა ბუკიასთან ერთად დაათვალიერა.
პროექტის შესაბამისად:
✔დაიგო ხელოვნური საფარი
✔გარემონტდა ღობე და სკამები
✔დამონტაჟდა განათების სისტემა
✔მოეწყო სანიაღვრე არხი და სტადიონამდე მისასვლელი ბილიკი.
სამუშაო რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა და მისმა სახელშეკრულებო ღირებულებამ 45700 ლარი შეადგინა.
Visited 205 times, 1 visit(s) today