ხანძრის შედეგად დაზარალებულებს სამშენებლო მასალები გადასცეს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სამშენებლო მასალები გადასცა.
თუნუქის სახურავი, ხის მასალა, არმატურა, ცემენტი და სამშენებლო ბლოკი მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 15 ოჯახს გადაეცა.
76 560 ათასი ლარის ღირებულების სამშენებლო მასალები დღეს ბაილეთის, ბოხვაურის, შრომის, ნატანების, ჯუმათის, მთისპირის, ნასაკირალის, შემოქმედის, ურეკის, მერიისა და ბახვის თერიტორიულ ერთეულში მცხოვრებმა დაზარალებულმა ოჯახებმა მიიღეს.
მასალები დაზარალებულებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა – მერაბ ჭანუყვაძემ, გამგეობის ინფრასტრუქტურისა და არქტექტურის სამსახურის ხელმძღვანელმა – გოჩა აბაშმაძემ და ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსმა ირაკლი გაგუამ გადასცეს.
„ვაგრძელებთ ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარებას. ამ ეტაპზე 15 ოჯახს დავაკმაყოფილებთ. შემდეგ ეტაპზე საშენებლო მასალებით სტიქიური მოვლენების გამო დაზარალებულ მოსახლეობას დავეხმარებით,“- აღნიშნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ.

Visited 217 times, 1 visit(s) today