ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლებში ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრები გაგრძელდა

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლებში საკანონმდებლო,ადგილობრივი ხელისუფლების და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლების შეხვედრები გაგრძელდა. ნაცარგორაში, ფლევში, ტკოცაში და ქინძათში საქართველოს პარლამენტის წევრები: სიმონ ნოზაძე, ლადო კახაძე,თემურ ხუბულური, შიდა ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ამირან ქრისტესიაშვილი, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ ჯანაშვილი, მერის პირველი მოადგილე ზვიად ქურდაძე და საკრებულოს დეპუტატი ლაშა ლურსმანაშვილი იმყოფებოდნენ.
შეხვედრებზე მოსახლეობამ გამოჰყო ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რაც მათი ყოფა–ცხოვრებისთვის ყველაზე პრიორიტეტულია. კერძოდ, სოფელ ნაცარგორაში ადგილობრივებმა გზების მოწესრიგება, სანიაღვრეების მოწყობა და ბუნებრივი აირის მიწოდების პრობლემები დაასახელეს უპირველეს საჭიროებად, ფლევში გზის მოწესრიგება, წყლის სისტემის მოწყობა და ბუნებრივი აირის მიწოდება დაასახელეს მნიშვნელოვნად.
ტკოცაში–გზის და წყლის პრობლემა გამოიკვეთა, ქინძათში კი წყლის პრობლემის მოგვარების საკითხი დადგა.
ხელისუფლების წარმომადგენლების განმარტებით, მომავალი წლისთვის საჭიროების მქონე სოფელებში ინტენსიურად დაიწყება გზების და წყლის სისტემების მოწესრიგება, ხოლო იქ სადაც ბუნებრივი აირის მიწოდება ჯერ კიდევ არ განხორციელებულა, სამუშაოები უახლოეს პერიოდში დასრულდება.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვისას, ადგილობრივი მოსახლეობის აზრი ყველაზე მნიშვნელოვანია, რათა რესურსი სწორად გადანაწილდეს.

Visited 165 times, 1 visit(s) today