ხაშურის მუნიციპალიტეტში სოციალური სასადილოს მოსარგებლეთათვის საკვების ბინაზე მიწოდება მიმდინარეობს. პროდუქტების განაწილების პროცესს მერიის ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის სამსახური ხელმძღვანელობს. კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, სოციალური სასადილოს ის ბენეფიციარები, რომლებიც რისკ-ჯგუფებს განეკუთვნებიან, კერძოდ, შშმ პირები, ხანდაზმულები, და სხვა რისკ-ჯგუფების წარმომადგენლები, უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, მათთვის განკუთვნილ ულუფას, უკვე ერთი თვეა, ყოველდღიურად სახლში იღებენ. მათთვის საკვების მიწოდებას მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები უზრუნველყოფენ. სოციალური სასადილოს მოსარგებლეთათვის საკვების ბინაზე მიწოდების აქცია კვლავაც გაგრძელდება.