ხაშურში „ივერიის“ სტადიონის რეაბილიტაცია იგეგმება

ხაშურის „ივერიის“ სტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვის ელექტრონული პროცედურა უკვე გამოცხადებულია. ტენდერი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა. საქართველომ მიიღო მსოფლიო ბანკის დაფინანსება რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტისათვის (SRMIDP). აღნიშნული დაფინანსების გარკვეული ნაწილი ქალაქ ხაშურში საფეხბურთო სტადიონის რეაბილიტაციისთვის იქნება გამოყენებული.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების შესაბამისად, საკონკურსო წინადადებების მიღება 2019 წლის 28 იანვარს დაიწყო და 2019 წლის 1 თებერვალს დასრულდება.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 6 183 407 ლარით არის განსაზღვრული.
პროექტი ხაშურის სტადიონის სრულ რეაბილიტაციას – მათ შორის მოედნის, ტრიბუნების, დამხმარე ნაგებობების, განათებისა და ელექტროტაბლოს, ღობეებისა და პარკინგის მოწყობას და ტერიტორიის გამწვანებასაც ითვალისწინებს.
დოკუმენტაციის მიხედვით სამუშაოების შესრულების ვადად 18 თვეა განსაზღვრული.

Visited 522 times, 1 visit(s) today