ხაშურის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკა, დღეს 25 ივნისს პოეტების ჯგუფს მასპინძლობდა. ღონისძიება პროექტ „ცოცხალი წიგნების“ ფარგლებში, წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის 1700 წლისთავთან დაკავშირებით გაიმართა.
შეხვედრას უძღვებოდა ბიბლიოთეკის დირექტორი მაკა დიდებულიძე, რომელმაც აუდიტორიას პოეტები ნანა ქელეხიძე, ნინია სადღობელაშვილი, ბელა ქებურია, ლელა ცუცქირიძე და ცირა ყურაშვილი წარუდგინა.
სტუმრებმა დამსწრეთ თავიანთი შემოქმედება გააცნეს, ახალგაზრდებს წიგნიერების მნიშვნელობაზე ესაუბრნენ და ლიტერატურულ კონკურსებში მონაწილეობისკენ მოუწოდეს.
მნიშვნელოვანია, რომ ღონისძიებაზე, მოსწავლეებსაც მიეცათ შესაძლებლობა თავიანთი პოეტური პოტენციალი გამოევლინათ და აღნიშნული შეხვედრის მნიშვნელობაზე ესაუბრათ.