ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში ხელოვნურ საფარიანი მინი მოედნების მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში ხელოვნურ საფარიანი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მინი მოედნების მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სოფელ ახალშენის ცენტრში არსებული მინი მოედნის რესტავრაცია უკვე დასრულდა. სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 22 209 ათასი ლარი დაიხარჯა. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა შპს „თამუნამ“ აწარმოა.

Visited 214 times, 1 visit(s) today