ხობის მონასტრის სასახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ხობის მონასტრის (საკათალიკოსო სასახლე) სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაიწყო. მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის ღირებულება 445.968 ლარია და ის საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში განხორციელდება საკათალიკოსო სასახლის სრული რეაბილიტაცია, მოეწყობა მუზეუმი და განხორციელდება არქეოლოგიური კვლევები.
ხობის მონასტერი ძველ დადიანთა საძვალეა, ამავე დროს იგი შუა საუკუნეებში წარმოადგენდა დასავლეთ საქართველოს (აფხაზეთის) კათალიკოსების რეზიდენციას და საძვალეს. საკათალიკოსო სასახლე ბევრჯერ არის გადაკეთებული, რომელიც XX საუკუნის 20-30 იან წლებში დაინგრა, რის შემდეგაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოები არ განხორციელებულა.

Visited 183 times, 1 visit(s) today