ხონის მე-3 საჯარო სკოლა, ოფიციალურად გაიხსნა

იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ბესიკ გოფოძე, ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ვალერი ბახტაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ქალაქ ხონის ოთხ (#1, #2, #3, #4) საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესის განახლებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებს დაესწრნენ და ახალი სასწავლო წელი მიულოცეს.
დღეს, ოფიციალურად გაიხსნა ხონის მე-3 საჯარო სკოლა, რომელსაც „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს“ დაფინანსებით სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღიჭურვა. ასევე, ხელისუფლების წარმომადგენლები ქალაქ ხონის #1 და #2 საბავშვო ბაღშიც იმყოფებოდნენ.

Visited 295 times, 1 visit(s) today