ჩეხურმა არაკომერციულმა ორგანიზაციამ „ადამიანი გაჭირვებაში PIN“ ხონში ახალი პროექტის „სოციალური დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის გაძლიერება სტრატეგიულ დიალოგში საქართველოში“ პრეზენტაცია გამართა, რომელიც გულისხმობს შესაძლებლობების ამაღლებაზე მიმართული ტრენინგებისა და ერთობლივი აქტივობების ხელის შეუწყობას, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საჯარო ინსტიტუტების თანამშრომლობის გაზრდას, სოციალური ჩართულობის მოდელის ეფექტურობას როგორც ეროვნულ, ასევე ადგილობრივ დონეზე,სოციალური ჩართულობის საკითხზე ორწლიანი სტრატეგიის შემუშავებასა და მუნიციპალიტეტში არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად PIN-ის სოციალური ინტეგრაციის მოდელის დანერგვას.
დღესვე , პროექტის ფარგლებში, ხონში დაფუძვნდა მრჩეველთა საბჭო (წევრები:ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელი, გამგებლის მოადგილე სოციალურ და კულტურულ საკითხებში, საკრებულოს თავმჯდომარე და მოადგილე, გამგეობის სოციალური სამსახურის ხელმძღვანელი,სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლები), დამტკიცდა საბჭოს დებულება და ხელი მოეწერა ადგილობრივი ხელისუფლებისა და PIN -ის თანამშრომლობის მემორანდუმს.
ხონში პროექტის პარტნიორია არასამთავრობო ორგანიზაცია ,, ფონდი სოხუმი,,.
ხონში პროექტის პრეზენტაციას ადგილობრივი საჯარო მოხელეების გარდა, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით მოქმედი ორგანიზაციებისა და მასმედიის წარმომადგენლები ეწრებოდნენ.
პროექტი საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან თანამშრომლობით, საქართველოს სამი რეგიონის- იმერეთის, სამეგრელოსა, შიდა ქართლის ოთხ მუნიციპალიტეტში ტყიბულიში, ხონში, ზუგდიდისა და გორიში ხორციელდება.