ხონის მუნიციპალიტეტში ხანძარი ლიკვიდირებულია

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ხონის მუნიციპალიტეტში ხანძარი ლიკვიდირებულია. დედალაურის ადმინისტრაციულ ერთეულში ცეცხლი ბუჩქნარზე გავრცელდა, რომლის ჩაქრობაც ქარის გამო გართულდა. ადგილზე 13 სახანძრო მანქანა და 100 მეხანძრე მაშველი იყო მობილიზებული. ხანძარი დასახლებულ პუნქტთან ახლოს გაჩნდა, თუმცა გავრცელების საშიშროება არ არსებობდა და ვითარება კონტროლს დაექვემდებარა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დაკვამლიანება ათეულობით ჰექტარზე შეინიშნება, მაგრამ ზუსტად რა ფართობი დააზიანა ცეცხლმა ჯერჯერობით დაუზუსტებელია, ხანძრის ძირითადი კერები ამ დროისთვის მაქსიმალურად ლოკალიზებულია. ადგილზე იმყოფებოდა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე, ისინი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს პირადად უწევდნენ მონიტორინგს. იქამდე ზვიად შალამბერიძე სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაშის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა, სადაც მიწის ქვედა საფარზე გავრცელებული ხანძრის ლოკალიზების პროცესს ადგილზე გაეცნო.

Visited 88 times, 1 visit(s) today