ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტოს პროექტის,,3მ – მიიღე მონაწილეობა მართვაში“ წარდგენა გაიმართა. შეხვედრას აღნიშნული ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად, მუნიციპალიტეტის გამგებელი ჯემალ მებუკე, გამგებლის მოადგილეები და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ესწრებოდნენ.
,,3მ – მიიღე მონაწილეობა მართვაში“ პროექტის მიზანს წარმოადგენს ხელი შეუწყოს მოქალაქეთა ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში,დანერგოს არასამთავრობო სექტორსა და მოქალაქეებს შორის თანამშრომლობის კარგი პრაქტიკა და შექმნას პრობლემათა ადვოკატირების საინტერესო პრეცედენტები მოქალაქეთა ჩართულობის მეშვეობით.
ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელი ჯემალ მებუკე პროექტის ფარგლებში ხონში დაგეგმილ ნებისმიერ აქტივობას მიესალმება და არასამთავრობო ორგანიზაციასთან თანამშრომლობის მზადყოფნას გამოთქვამს.