თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატების ამერიკის საელჩოსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე NDI-სა და IRI-ს წარმომადგენლებს შეხვდა. ჯაბა სამუშიამ მათ მოსამართლის ნატა ნაზღაიძის ძმისთვის სტიქიის ზონაში მდებარე ნაკვეთზე კომპენსაციის სახით მილიონი ლარის გაცემის თაობაზე დამატებითი ინფორმაცია მიაწოდა.
როგორც დეპუტატმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, ის მზადაა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომისიაში არსებული ყველა მასალა და დოკუმენტაცია საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს დამატებითი შესწავლის მიზნით გადასცეს.
ჯაბა სამუშია NDI-სა და IRI-ს წარმომადგენლებს შეხვდა
17/03/2017