„ჯემფესტი 2016“ ფესტივალის წლევანდელი პროგრამა

100-მდე დიჯეი და ხელოვანი ანაკლიაში – „ჯემფესტი“ მეორე სეზონისთვის ემზადება.

ელექტრონული მუსიკის საღამოები 4 დღის განმავლობაში გაიმართება. სპეციალურად ფესტივალისთვის 5 სცენა მოეწყობა, სადაც მუსიკოსები ერთმანეთის მონაცვლეობით, 24-საათიან რეჟიმში დაუკრავენ. ფესტივალის ფარგლებში, იგეგმება ყველაზე მასშტაბური კარვების ქალაქის მოწყობაც.

„ჯემფესტი“ Check in Georgia-ს ფარგლებში, 10-დან 14 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება.

Visited 632 times, 1 visit(s) today