​მიხეილ ჯანელიძე სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე 2018 წლის 29 იანვარს შეხვდა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, ტოივო კლაარს.
მიხეილ ჯანელიძემ ყურადღება გაამახვილა რუსეთის პოლიტიკაზე ოკუპაციის და ფაქტობრივი ანექსიის მიმართულებით, ასევე რუსეთის მხრიდან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ გადადგმულ უკანონო და პროვოკაციულ ნაბიჯებზე. მხარეებმა ისაუბრეს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზებზე, ასევე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობაზე. აღინიშნა მოლაპარაკებების პროცესში პროგრესის დაფიქსირების მნიშვნელობა.
საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა სამხრეთ კავკასიისა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს ევროკავშირის მხარდაჭერისთვის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში.

Visited 113 times, 1 visit(s) today