აბანოსხევის და ნოკორნის საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

01/08/2019

ლაფანაანთკარის ადმინისტრაციულ ერთეულში, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ მუნიციპალიტეტების დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, აბანოსხევის და ნოკორნის საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
შესრულებულ სამუშაოებსა და მიმდინარე პროცესს, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიორგი თანიაშვილი დღეს ადგილზე გაეცნო.

“აღნიშნული პროექტის ფარგლებში, სკოლებში განახლდება შიდა ინტერიერი, სველი წერტილები , გარე ფასადი, კარ-ფანჯრები, განხორციელდება შიდა ელექტროსამონტაჟო სამუშაოები, გრანიტით მოპირკეთდება სკოლის შესასვლელი და მოსწავლეები ახალ სასწავლო წელს რეაბილიტირებულ სკოლებში შეხვდებიან” – განაცხადა გიორგი თანიაშვილმა.

2019 წელს დუშეთის მუნიციპალიტეტში 10 სკოლას უტარდება რეაბილიტაცია, ხოლო აღნიშნულ სარემონტო სამუშაოებს, შპს „კ.გ“ ახორციელებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0