აბაშის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

12/08/2017

აბაშის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, მუნიციპალიტეტის გამგებელმა მამუკა კვიტაშვილმა, გამგებლის მოადგილეებმა და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა გზების-ასფალტო ბეტონის საფარით მოწყობის მეორე ეტაპით განსაზღვრული სამუშაოები დაათვალიერეს სოფ. მარანსა და სოფ. პირველ მაისში. სამუშაოები ასევე მიმდინარეობს:
მაცხოვრისკარიდან სოფ. ძველი აბაშის მიმართულებით;
გამსახურდიას ქუჩის IV შესახვევი;
აკაკის ქუჩის ბოლოდან სოფ. კოდორის მიმართულებით.
მეორე ეტაპის სამუშაოების ჯამური ღირებულება შეადგენს 1 163 179 ლარს, რომელიც დაფინანსდა „რეგიონული განვითარების პროექტების ფონდიდან“, სამუშაოებს ასრულებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია სს. “არქეოპოლისი“.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0