აბედათში სასაფლაოსთან მისასვლელი ხიდის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

19/09/2017

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფ. აბედათში სასაფლაოსთან მისასვლელი სამანქანო ხიდის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში მოეწყობა საფუძველი ბურჯის ქვეშ, მოეწყობა მონოლითური ბეტონის ბურჯის საძირკვლები, ასევე ადგილზე არსებული ხიდის კონსტრუქციით სავალი ნაწილი, შეიღებება ლითონის კონსტრუქციები ანტიკოროზიული საღებავებით. მიმდინარე სამუშაოებს მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე გიორგი გოროზია გამგეობის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და არქიტექტურის განყოფილების უფროსთან ერთად გაეცნო. პროექტის ღირებულება 15 930ლარს შეადგენს, სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს ,,ჯ და ჯ“ ასრულებს. ამ ეტაპზე დასაქმებულია – 8 ადამიანი. აბედათში სასაფლაოსთან მისასვლელი სამანქანო ხიდის მოწყობის სამუშაოები ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0