აბრეშუმის გზის ფორუმზე „Digital Connectivity” – ის პანელს მოდერატორობას Reuters-ის ცნობილი ჟურნალისტი აქსელ თრელფოლი გაუწევს

16/10/2017

2017 წლის 28-29 ნოემბერს თბილისი აბრეშუმის გზის ფორუმს მეორედ უმასპინძლებს. მასშტაბურ საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობას არაერთი წარმატებული პოლიტიკოსი, საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირი და ბიზნესსექტორის წარმომადგენელი მიიღებს.
ფორუმში, უკვე მეორედ მიიღებს მონაწილეობას ცნობილი ჟურნალისტი, Reuters-ის რედაქტორ-კონსულტანტი აქსელ თრელფოლი, რომელიც მოდერატორობას გაუწევს პანელს “Digital Connectivity”.
აქსელ თრელფოლი Reuters-ის რედაქტორ-კონსულტანტია. ის მაღალი რანგის შეხვედრებს მასპინძლობს და უძღვება Reuters-ის წამყვან ღონისძიებებს, როგორიცაა ცნობილი ადამიანების შესახებ გამოშვებები და დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი.
წარსულში აქსელ თრელფოლი Reuters-ის ციფრული ვიდეოს მთავარი ევროპელი წამყვანი იყო. მან CNBC-ის წამყვანად ოთხი წელი იმუშავა, მანამდე რედაქტორი იყო Wall Street Journal-ის ნიუ იორკის ოფისში და ბლუმბერგის ახალი ამბების რეპორტიორი ლონდონში. ასევე, მუშაობდა მრჩევლად ბიზნესსექტორსა და არასამთავრობო ორგანიზაციებში საერთაშორისო მედიასთან ურთიერთობის საკითხებზე.
აქსელ თრელფოლს ხშირად იწვევენ ღონისძიებების მოდერატორად საერთაშორისო ორგანიზაციები, გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ჩათვლით.
ას მიენიჭა ბაკალავრის ხარისხი დურჰამის უნივერსიტეტში, ხოლო მაგისტრის ხარისხი ჟურნალისტიკაში – ლონდონის სიტის უნივერსიტეტში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0