აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ კახა კალაძე ძალიან კარგი მერი იქნება

06/07/2017

„როგორც პრემიერმა აღნიშნა და მეც ვუერთდები მის გამონათქვამს, კახა კალაძე გაიმარჯვებს აბსოლუტურად გამჭვირვალე და კონკურენტულ ბრძოლაში თბილისის მერის პოსტის დასაკავებლად. მე პირადად ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული, რომ კახა იქნება ძალიან კარგი მერი. ის კარგი ორგანიზატორია და ქალაქს ძალიან გამოადგება,“ – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, სადაც კახა კალაძე, როგორც მთავრობის წევრი, ბოლოჯერ მონაწილეობდა.
.პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ასევე, დაესწრო ენერგეტიკის მინისტრის პოსტზე კახა კალაძის 5-წლიანი საქმიანობის ანგარიშს სახელწოდებით „ენერგეტიკული (რ)ევოლუცია“
კახა კალაძემ, რომელიც „ქართული ოცნების“ კანდიდატია თბილისის მერის პოსტზე, ენერგეტიკის მინისტრის პოსტზე ყოფნის პერიოდში, ქვეყნის ენერგეტიკულ სექტორში განხორციელებული მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული და საინვესტიციო პროექტები და გატარებული რეფორმები შეაჯამა.
ღონისძიებას დაესწრნენ პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, აგრეთვე მთავრობის წევრები და ენერგეტიკული წრეების წარმომადგენლები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0