აგრესიული ტონი არ გვინდა, თორემ მეც ბევრი ინფორმაცია მაქვს, ვის უკან ვინ დგას

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

აგრესიული ტონი არ გვინდა, თორემ მეც ბევრი ინფორმაცია მაქვს, ვინ ვის უკან დგას, ვინ და როგორ დააფინანსა, მაგრამ ყველაფერი არ არის სალაპარაკო, – ასე უპასუხა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, ლევან მურუსიძემ არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკულ ანგარიშს, რომელიც უმაღლესი საბჭოს საქმიანობას შეეხება.

რაც შეეხება არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლის, სოფო ვერძეულის შენიშვნას, თუ რატომ გამოქვეყნდა მხოლოდ ლევან მურუსიძესთან გასაუბრების ამსახველი მასალა და არა მოსამართლეობის სხვა კანდიდატების, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის თქმით, ”ამაზე თანხმობა თავად გასცა და დაინტერესების შემთხვევაში, სავარაუდოდ, სხვა კანდიდატებიც არ იტყოდნენ უარს”.

„შევთანხმდეთ და შევხვდეთ, განვიხილოთ ყველა საკითხი. არ გვინდა აგრესიული ტონი, თორემ მეც მაქვს ბევრი ინფორმაცია, მაგრამ ყველაფერი აქ არ ითქმება. მეც მაქვს ინფორმაცია, თუ ვინ დგას ვის უკან, საიდან დაიწყო ყველაფერი, რა და როგორ მოხდა, ვინ დააფინანსა და ა.შ. ამიტომ შევხვდეთ და დავილაპარაკოთ. ყველამ ყველაფერი ვიცით რა ხდება“, – განაცხადა ლევან მურუსიძემ.

მან არასამთავრობო სექტორს მართლმსაჯულების გაუმჯობესების მიზნით შეხვედრებისა და დისკუსიების გამართვისკენ მოუწოდა.

Visited 193 times, 1 visit(s) today