აგროტურიზმი არის ერთ-ერთი კარგი პრიორიტეტი

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

„აგროტურიზმი, ეკოტურიზმი, სათავგადასავლო ტურიზმი არის ის ახალი ტურისტული პროდუქტები, რაზეც, პანდემიის პირობებში აქტიურად ვმუშაობთ – ეს არის უსაფრთხო ტურიზმის კონცეფციის ნაწილი და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ძალიან მალე, ჩვენ აგროტურისტულ ობიექტებში პირველი ტურისტები გვესტუმრებიან“- ამის შესახებ ნათია თურნავამ საგარეჯოში გამართულ ღონისძიებაზე „პანდემია – შესაძლებლობა თუ გამოწვევა აგროტურიზმის სექტორისთვის“ განაცხადა.

მინისტრის თქმით, ძალიან სასიხარულოა, რომ სახელმწიფოსთან თანამშრომლობით, საქართველოში ხორციელდება არაერთი პროექტი, რომელიც ხელს უწყობს როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე ტურიზმის განვითარებასაც და ერთ-ერთი ასეთი არის სწორედ „უდაბნოს პროექტი“, სადაც რამდენიმე წელიწადში, კერძო ინვესტიციით, გაშენდა ნუშის ბაღები და შეიქმნა ულამაზესი გარემო ტურისტების მოსაზიდად.

„აგროტურიზმი არის ერთ-ერთი კარგი პრიორიტეტი და შესაძლებლობა, განსაკუთრებით პოსტპანდემიურ ეპოქაში, რადგან ძალიან დიდი მოთხოვნა იქნება ისეთ ტურისტულ სერვისებზე, რომლებიც ღია სივრცეში საქმიანობასთან არის დაკავშირებული“ – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

Visited 65 times, 1 visit(s) today