ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

17/08/2022

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრებმა, საქართველოს გენერალური პროკურატურის, იუსტიციის სამინისტროს და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლების მონაწილეობით, ერთობლივად მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების ირგვლივ სამსჯელოდ სამუშაო შეხვედრა გამართეს. სამუშაო შეხვედრაზე მსჯელობა წარიმართა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განსახორციელებელ ცვლილებებზე, რომლის მიხედვითაც დაგეგმილია აღკვეთის ღონისძიების ახალი სახეობის – „გადაადგილების შეზღუდვის“ შემოღება. სამუშაო შეხვედრის მიზანი იყო სასამართლოს ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის აღნიშნული ინიციატივის გაცნობა, ვინაიდან მოსამართლე იქნება ის უფლებამოსილი პირი, ვინც ბრალდებულს გადაადგილების შეზღუდვა, როგორც აღკვეთის ღონისძიება უნდა შეუფარდოს. შესაბამისად, სასამარლოს ხედვა და გამოცდილება ამ მიმართულებით მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კანონპროექტის შემდგომ გაუმჯობესებას. შეხვედრაზე მსჯელობა წარიმართა ასევე, ამ ღონისძიების პრაქტიკაში ეფექტურად აღსრულების პერსპექტივებზე. შეხვედრაზე სამომავლოდ კანონპროექტის ირგვლივ შემდგომი თანამშრომლობის საკითხები შეთანხმდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0