ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე გურია ყველაზე მაღალი აქტივობით გამოირჩეოდა

23/10/2017

გურიას და მთელ საქართველოს ვულოცავ უპრეცედენტოდ დემოკრატიულ გარემოში ჩატარებულ არჩევნებს. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე გურია ყველაზე მაღალი აქტივობით გამოირჩეოდა.
მადლობას გიხდით ამისთვის ჩემო გურულებო. მადლობა, რომ კიდევ ერთხელ მიანდეთ თქვენი ბედი „ქართულ ოცნებას“ პარტიას, რომელიც კვლავაც უდიდესი პასუხისმგებლობით გააგრძელებს ქვეყნის შენებას.
გამარჯვებას ვულოცავ „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატებს ლანჩხუთსა და ჩოხატაურში, ასევე მაჟორიტარ დეპუტატებს, რომლებმაც ამომრჩევლების ნდობა და მხარდაჭერა დაიმსახურეს.
რაც შეეხება ოზურგეთს, წინ მეორე ტურია. აქ იყო განსაკუთრებულად კონკურენტული გარემო. ბევრი პოლიტიკური სუბიექტი და ოპოზიციური პარტია „ქართული ოცნების“ კანდიდატის წინააღმდეგ გაერთიანდა. მიუხედავად ამისა, მმართველი გუნდის მერობის კანდიდატი ამომრჩეველთა ხმების რაოდენობით ლიდერობს. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ამომრჩეველს აქტივობისთვის და მაღალი სამოქალაქო კულტურისთვის.
მეორე ტური საბოლოო, დამაჯერებელი გამარჯვების ტური იქნება!
ჩვენ ერთად დავიცავთ მოპოვებულ თავისუფლებას და უზრუნველვყოფთ სწრაფ განვითარებას!
პატივისცემით, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე

Tweet about this on TwitterShare on Facebook0