ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბენარას ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაცია დასრულდა

18/07/2017

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბენარას ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაცია დასრულდა, პროექტის ფარგლებში მთლიანად განახლდა შენობის სახურავი, ახლით შეიცვალა არსებული კარ-ფანჯარა,გარე ფასადს ჩაუტარდა გალესვითი სამუშაოები.შენობის რეაბილიტაციისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 31 624 ლარი გამოიყო, რომელიც მიმდინარე წლის 5 მაისს დაიწყო და 9 ივლისს დასრულდა.განხორციელებული სამუშაოები ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაქარია ენდელაძემ და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებმა ადგილზე მოინახულეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0