ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არალის საჯარო სკოლაში ძიუდოს კლუბი გაიხსნა

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არალის საჯარო სკოლაში ძიუდოს კლუბი გაიხსნა. გახსნას სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი ზაქარია ენდელაძე, საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი, ფედერაციის, სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ფედერაციამ კლუბს საჩუქრად სავარჯიშო ტატამი, ხოლო ბავშვებს სავარჯიშო ფორმები გადასცა. ქალთა ძიუდოს განვითარების ხელშეწყობის მიზნით გოგონებისთვის ვარჯიში უფასო იქნება, რომელსაც ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია დააფინანსებს, ხოლო კლუბს უხელმძღვანელებს თამარ ჩანტლაძე.

Visited 123 times, 1 visit(s) today