ადიგენში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს

25/11/2016

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარეხაში მდებარე საცხოვრებელ კორპუსს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა. პროექტის ფარგლებში რეაბილიტირდა შენობის სახურავი, .მეტალოკონსტრუქციით მოეწყო ეგრედწოდებული ,,ლოჯა“, განხორციელდა ფასადის შელესვის და სამღებრო სამუშაოები. პროექტის შესასრულებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 30 232 ლარი გამოიყო. აქტიურად მიმდინარეობს დაბა აბასთუმანში ხანძრის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაცია. სრულიად განახლდა შენობის სახურავი და საყრდენი ძელები. ადიგენში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაქარია ენდელაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ იმედა მღებრიშვილმა დღეს პირადად მოინახულეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0