ადმინისტრაციაში გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა, რწუნებულის მოადგილეებსა და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერების მოადგილეებს საინფორმაციო ბიულეტინი „საქართველოში 2022 წელს სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგები და პროგნოზი 2023 წლისთვის“, გააცნეს. ბიულეტენში ასახულია გეოლოგიური მონიტორინგის და სტიქიის ექსტრემალური გააქტიურების პერიოდში ჩატარებული კვლევების შედეგად დამუშავებული გეოლოგიური საფრთხეების (მეწყერი, ღვარცოფი, კლდეზვავი, ქვათაცვენა და სხვა) შესახებ ინფორმაცია. ბიულეტენს, ასევე, ახლავს გეოლოგიური საფრთხეების სპეციალიზირებული რუკები საქართველოს ცალკეული მხარეებისა და მუნიციპალიტეტების მიხედვით. სააგენტოს წარომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას 2022 წელს სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგები და 2023 წელს მოსალოდნელი პროგნოზები ასევე მათთან გამკლავების გზები გააცნეს. შეხვედრას რწმუნებულის მოადგილეებთან დავით ვარდიაშვილთან და შოთა როსტიაშვილთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ

Visited 77 times, 1 visit(s) today